Thursday, July 14, 2011

სასმელი წყალი ჩვენს სოფელში



1.      პროექტის სახელწოდება: სასმელი წყალი ჩვენს სოფელში
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები აიღებენ სინჯებს და გამოიკვლევენ მოხისის სასმელ წყლებს.
3.      პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დაადგენენ წყლის სისუფთავის ხარისხს.ისწავლიან მის რაციონალურ გამოყენებას.ისწავლიან წყლის დაცვას დაბინძურებისგან
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლე გამოიკვლევს მოხისის წყაროების ისტორიას, ისწავლის წყლის დაცვას დაბინძურებისგან.გააცნობიერებენ, რომ, წყალი სიცოცხლის პირველ ელემენტთაგანია.
5.      მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი
6.      ვადები: 5 თვე
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: საპრეზენტაციო  მოხსენება სასმელი წყლის შესახებ.
8.      პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტო აპარატი, რვეული, კალამი, ქიმიური ხელსაწყოები, კომპიუტერი, პროექტორი.
9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  გეგმის შედგენაში მონაწილეობენ IX  კლასის მოსწავლეები. კლასებს დავყოფ ჯგუფებად. თითოეული ჯგუფის დავალებაა მოიძიონ ინფორმაცია მოხისის წყაროების შესახებ. გადაიღებენ სურათებს, შექმნიან ალბომს. ჩაატარებენ ცდებს წყლის სისუფთავის დასადგენად. შემდეგ მოხდება ამ მასალების პრეზენტაცია. შევაფასებ მოპოვებული ინფორმაციის მსჯელობის და ჩართულობის ხარისხს.
10.  საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ისტორია–ისაუბრებენ სოფლის წყაროების ისტორიაზე. ეოგრაფია– სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ისტ– ინფორმაციას მოიძიებენ და აჩვენებენ პროექტორის საშუალებით.
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნონა იობიძე
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: niniobidze @gmail.com
13.  პროექტის ვებ– გვერდი/ ბლოგი: http://niniobidze.blogspot.com/

Wednesday, July 13, 2011

ნონა იობიძე

ნონა იობიძე დავიბადე 1970 წლის 25 მაისს, სოფელ მოხისში. დავამთავრე ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1989 წელს სწავლა გავაგრძელე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დავამთავრე   ამავე ინსტიტუტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. 1996 წელს დავიწყე მუშაობა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთის სკოლაში მასწავლებლად. 2000 წელს გავაგრძელე მუშაობა მოხისის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. ვმუშაობ ამჟამადაც. მყავს ერთი ვაჟიშვილი. მეუღლე მყავს გარდაცვლილი.